გიორგი გახარიამ მხარდამჭერთა ჯგუფი გახსნა. მას მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს.
გახარიას თქმით, მას გააზრებული ჰქონდა გუნდის წინააღმდეგ მოსალოდნელი ზეწოლა, თუმცა ვერ წარმოედგინა, რომ ქართული ოცნება ფასეულობებს ბოლომდე დაკარგავდა..
„მე ძალიან კარგად – დეტალურად ვიაზრებდი, რა მოჰყვებოდა ყველაფერ ამას და ძალიან კარგად მესმოდა, რომ ბევრი ადამიანი, ვინც ჩემს გვერდით იქნებოდა, გარკვეული დისკომფორტის და ზოგიერთები რისკის ქვეშ დადგებოდნენ.
მაგრამ მართლა გეუბნებით – ვერ წარმომედგინა ის რაც, დღეს ხდება. და ის რაც ახლა ხდება, კიდევ უფრო მარწმუნებს, რომ ეს ნაბიჯი გადასადგმელი იყო და უნდა გადამედგა“ – განაცხადა გახარიამ.










