რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა.
ინფორმაცია „პრაიმტაიმმა“ მელიას ადვოკატთან, გიორგი კონდახაშვილთან გადაამოწმა, თუმცა მას მსგავსი ინფორმაცია არ აქვს.
გირაოს გადახდის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ არც პროკურატურაში.
ნაციონალური მოძრაობაში დღეს ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ნიკა მელია თანახმაა ევროკავიშირის გირაოს დათანხმდეს და საპატიმრო ამ გზით დატოვოს.










