ვანში მამაკაცი იძულების მუხლით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი – ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
“მანქანა 16 წლის გოგონასთვის გაუჩერებია და სადაც მოზარდი მიდიოდა, იქ წაყვანა შეუთავაზებია, მოგვიანებით მობილურზე მიუწერია. შემდეგ მამაკაცი გუშინ დააკავეს”, – აცხადებენ ადგილობრივები “ინფო იმერეთთან”
“ინფო იმერეთს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება იძულების მუხლით დაიწყო.










