ოკუპირებული გალში, სოფელ გაგიდაში ტრაგედია ტრიალებს. ზღვაში ბანაობისას მეათეკლასელი, 15 წლის ელენე ჭოლარია დაიხრჩო. გოგონა გალის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. ასევე გარდაიცვალა გოგონას ბიძა ზურა გეგეჭკორი, რომელიც ზღვაში გოგონას გადასარჩენად შევიდა.
დაღუპულ მამას და ელენეს სოციალურ ქსელში ანი გეგეჭკორი ემშვიდობება:
,,სული მეწვის💔😭
ჩემი ყველაზე თბილი და ტკბილი მამიკოო😭💔💔💔
ჩემი ანგელოზი ელენიკოო😭💔💔💔
ძალიან,ძალიან მენანებით ცივი მიწისთვის😭
მამიკოო ხელი არ გაუშვა ელენეს,გაუფრთხილდი…💔
მენატრებით უსაშველოდ💔💔💔😭
მიყვარხართ და მეყვარებით სამუდამოდ!!😭😭💔” – წერს ანი გეგეჭკორი.