საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ატონი ზურაბ ვარაზის გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარის წერილს აქვეყნებს.
“ბატონი ზურაბ ვარაზის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
გამოვთქვამთ მწუხარებას ბატონი ზურაბის გარდაცვალების გამო. მან თავისი ცხოვრება ეკლესიას დაუკავშირა და ბოლომდე მის სამსახურში იყო. იგი ყველას დაამახსოვრდება როგორც მშვიდი, ღვთისმოშიში, დაუზარელი, ფრიად კეთილი ადამიანი.
მინდა, გავიხსენო ერთი შემთხვევა: სამედიცინო გამოკვლევისთვის მამა გაბრიელისგან (ურგებაძე) აღებული სისხლი მასთან მოხვდა და შეინახა. როდესაც კარგა ხნის შემდეგ ბატონმა ზურაბმა სინჯარა მოიძია, აღმოჩნდა, რომ სისხლი ახლად აღებულივით იყო (დღეს ეს სიწმინდე ეკლესიაში ინახება). წმინდა მამასთან მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა და ამ ფაქტითაც დაუკავშირდა.
ღირსი მამა გაბრიელის მეოხებით, უფალმა შეიწყალოს ბატონი ზურაბის უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომადლოს მშვიდობა და შინაგანი სიმტკიცე”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში