36 წლის მამაკაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბავშვის დედამ იჩივლა. კაცმა დანაშაული მალევე აღიარა და განაცხადა, რომ შვილი ვალების დაფარვის მიზნით გაყიდა. პოლიციამ ასევე დააკავა მყიდველებიც. მათ ადამიანებით ვაჭრობაში ედებათ ბრალი.
ინდონეზიის ბავშვთა დაცვის კომისიამ დაგმო შოკისმომგვრელი ინციდენტი.
ამ შემთხვევამდე რამდენიმე კვირით ადრე, პოლიციამ ბავშვებით ვაჭრობისთვის რვა ადამიანი დააკავა. ისინი ბავშვების გასაყიდად სოციალურ ქსელებს იყენებდნენ.
პოლიციის ცნობით, ისინი ბავშვების რეკლამირებას ახდენდნენ Facebook-ზე და 10 მილიონიდან 15 მილიონ ინდონეზიურ რუპიამდე (490-დან 740 ფუნტამდე) აფასებდნენ. შემდეგ ბალიში მიჰყავდათ, სადაც ხელახლა ყიდდნენ 45 მილიონ რუპიად (2195 ფუნტი).
წყარო: ამბები.ge