ახალგაზრდა ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ მამაკაცს, (მამამთილს) ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამ წუთებში, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა !!! – ინფორმაციას სოციალურ ქსელებში ადვოკატი ლევან ჭელიძე ავრცელებს.
ცნობისთვის, რომ წყალტუბოს სოფელ საყულიაში მამამთილმა რძალი დაჭრა. ქალი ქმრის საფლავზე იმყოფებოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.
დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება