უბედური შემთხვევა მოხდა მარნეულში – 51 წლის მამაკაცი, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა მეცხრე სართულიდან გამოდმარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ მამაკაცს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ ჰქონია. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებიც მუშაობდნენ.