წყალტუბოში პოლიციელებს არასრულწლოვანზე ძალადობაში ადანაშაულებენ. ნინო ჩირგაძის განცხადებით, მისი 17 წლის შვილი 10 მარტს პოლიციელებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და სასტიკად გაუსწორდნენ. როგორც დაკავებულის დედა ამბობს, პოლიციამ მისი შვილი შურისძიების გამო დააკავა. მას პირობითი მსჯავრი ქონდა და პოლიცია თანამშრომლობას თხოვდა რაზეც ახალგაზრდა არ დათანხმდა. არასრულწლოვანი ნ.შ ამ დროისთვის ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. მას ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარადა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ შსს-ს გენერალური ინსპექციისთვის ცნობილია და უკვე დაწყებულია ფაქტის შესწავლა.მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელისადმი შეურაცხყოფის მიყენებას.
“შემდგა და ფეხები მირტყა”-დაკავებულია სამშენებლო კომპანიის დირექტორი
8 აპრილს, სოფია მეფარიშვილმა, სოციალური ქსელებით ვიდეო გაავრცელა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მას სამშენებლო კომპანია “X2 დეველოპმენტის” დირექტორი და მთავარი მეწილე ვალერიან კირკიტაძე, ფიზიკურად უსწორდება. შემთხვევა ამავე დღეს, დაახლოებით, 12...