წყალტუბოში პოლიციელებს არასრულწლოვანზე ძალადობაში ადანაშაულებენ. ნინო ჩირგაძის განცხადებით, მისი 17 წლის შვილი 10 მარტს პოლიციელებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და სასტიკად გაუსწორდნენ. როგორც დაკავებულის დედა ამბობს, პოლიციამ მისი შვილი შურისძიების გამო დააკავა. მას პირობითი მსჯავრი ქონდა და პოლიცია თანამშრომლობას თხოვდა რაზეც ახალგაზრდა არ დათანხმდა. არასრულწლოვანი ნ.შ ამ დროისთვის ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. მას ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარადა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ შსს-ს გენერალური ინსპექციისთვის ცნობილია და უკვე დაწყებულია ფაქტის შესწავლა.მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელისადმი შეურაცხყოფის მიყენებას.
ქართველმა წყვილმა მსოფლიო ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა
ქართველმა წყვილმა სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავაბულგარეთში ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატი სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში სექვეის (Show Dance) მიმართულებით. ქართველმა წყვილმა - აკა მოდებაძემ და გვანცა ციხელაშვილმა - ტურნირზე პირველი ადგილი...