მაიმუნის შტამის პირველი შემთხვევა ტაილანდში დაფიქსირდა. როგორც ქვეყნის დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტში აცხადებენ, პაციენტი ევროპელია და ცოტა ხნის წინ ის აფრიკაში იმყოფებოდა.
მაიმუნის ყვავილით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევებმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკაში იფეთქა.
ივლისის შემდეგ დაავადება გამოვლინდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ბურუნდიში, კენიაში, რუანდასა და უგანდაში.
აგვისტოში მაიმუნის ყვავილის ახალი შტამი შვედეთშიც გამოვლინდა.