საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადება ეკა ხერხეულიშემ ტვ-ზე შეაფასა . ამონარიდი მისი ინტერვიუდან.
„სურვილები მეც იგივე მაქვს, რაც მას..
თქვენ გგონიათ, რაიმე განსხვავებული სურვილები აქვს მიხეილ სააკაშვილს?..
მაგრამ შესაძლებლობები გვაქვს სხვადასხვა..
და ნიჭიერმა და კულტურულმა ადამიანმა ძალიან ადვილად უნდა გაავლოს ხაზი მისსა და საკუთარ შესაძლებლობებს შორის”..
…
„სააკაშვილმა მოკრძალებით ილაპარაკა მისი შემოსვლის გზებზე.. არ ვიცი, როდის ისაუბრებს ის ამ თემაზე..
მაგრამ მე გეუბნებით, რომ ეს არის მთელი ეპოპეა, რაზეც მართლა წიგნები დაიწერება…
აი, მერწმუნეთ და გაიხსენეთ ჩემი სიტყვები, როდესაც ეს გამჟღავნდება, ამ ამბავზე, ამ თავგადასავალზე, მართლა შეიქმნება ბესტსელერები”..
…
„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების დროშას ვინც აწევს მაღლა, რომელი პარტიაც აწევს მაღლა, იმისი საქმე უკეთესად იქნება მომავალ არჩევნებში..
მე ასე მგონია..
და ვფიქრობ, რომ თავად არ უნდა შეიმსუბუქონ [სხვა პარტიებმა] ეს ტვირთი, იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური კარიერისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”..
…
„აიღეთ ნებისმიერი პასაჟი და მოუსმინეთ, რაზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს და მოუსმინეთ „ქართული ოცნების” ლიდერებს..
იმდენად ღარიბი და ღატაკია მათი პოლიტიკური ლექსიკონი, რომ წარმოუდგენელია…
პირველი, რასაც იგრძნობდნენ ისინი მიხეილ საკაშვილის მოსმენისას, ეს არის საკუთარი პოლიტიკური კლასის სიფარჩაკე..
ეს არის უდავო და ეს იქნებოდა მათთვის სერიოზული პროფესიული დარტყმა”-განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.










