ჩრდილების სახელმწიფო თეატრი “ბუდუგანა-გაგარა” – აფხაზეთი 25 სექტემბერს სპექტაკლს წარმოადგენს. იოჰან სებასტიან ბახის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი “მათეს ვნებანი” რეჟისორ გელა კანდელაკს ეკუთვნის. ღონისძიება 25 სექტემბერს 18:00 საათზე გელათის სამონასტრო კომპლექსის აკადემიის შენობაში გაიმართება. იგი რეზო ჩხეიძის ხსოვნას ეძღვნება.
ცნობილია ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროგრამა
წარმოგიდგენთ ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროგრამას! შეგახსენებთ, რომ ფესტივალის ჩვენებები ტარდება კინო საქართველოში. დასწრება სრულიად თავისუფალია. 27 სექტემბერი - 2 ოქტომბერი, ქუთაისში შევხვდებით! პროგრამის სანახავად ეწვიეთ ბმულს - https://kisff.ge/wp-content/uploads/2025/09/Program-2025.pdf