ქუთაისელ ბიჭს მეოთხე დღეა ეძებენ და დახმარებას ითხოვენ. ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს”
“ილოცეთ… დაიკარგა გთხოვთ დაგვეხმაროთ!
ეს არის ირაკლი ბიბილეიშვილი.
შოთო სიხარულიძე გევედრებათ რომ დაეხმაროთ…
ირაკლი არის დაბადებული 1986 წლის 10 დეკემბერს მცხოვრები ქუთაისში. 4 დღის უკან ეს ადამიანი მადრიდში ჩავიდა საიდანაც სტამბულში უნდა გადმოფრენილიყო ბილეთი აღებული გვქონდა საქართველოდან დაუჯავშნეთ, შემდეგ საქართველოში. ადამიანი აეროპორტში მისვლამდე გაქრა და ვერსად ვერ ვპოულობთ. იქნებ ვინმეს გეცნობათ და რაიმე ინფორმაციას ფლობთ. ან იქნებ დამაკვალიანოთ რა გზას მივმართოთ ოჯახმა. გთხოვთ თუ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება ნუ დაიზარებთ.” – ვკითხულობთ შოთო სიხარულიძის გვერდზე.