LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება

ჩვენი საგარეო პრიორიტეტი ევროკავშირში ინტეგრაციაა და ამ კუთხით უნგრეთს დიდი მნიშვნელობა ენიჭება – მივესალმებით ქვეყნის ძალისხმევას, დაიცვას საკუთარი იდენტობა, ქრისტიანული ფასეულობები, ჩვენც ზუსტად იგივე ფასეულობები გვაქვს- ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2024/10/29-ში
A A
5
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნგრეთმა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებისას განსაკუთრებული როლი შეასრულა. ამის შესახებ მან უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.

მისივე თქმით, უნგრეთი იყო საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე.

„მინდა მადლობა გადავუხადო უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს საქართველოში ჩამობრძანებისთვის. ვიქტორ ორბანი წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად იმყოფება და მისი ვიზიტი, ისევე როგორც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენთვის ეს თანამშრომლობა პარტნიორობა, მეგობრობა, ეფუძნება ჩვენს ხალხებს შორის ტრადიციულ, მეგობრულ ურთიერთობებს და ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებას.

განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხორციელდება უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ თვალსაზრისით, უნგრეთს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უნგრეთი იყო საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე და უნგრეთმა განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებისას. ამისთვის მე პირადად ვიქტორ ორბანს, ისევე როგორც მთლიანად ჩვენს უნგრელ მეგობრებს, უნგრეთის ხელისუფლებას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. რა თქმა უნდა, მომავალშიც გაქვს მხარდაჭერის დიდი იმედი. მადლობა ვიქტორ ორბანს მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებისთვის

ასევე, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს საერთო ფასეულობები. ჩვენ განსაკუთრებულად მივესალმებით უნგრეთის ხელისუფლების ძალისხმევას აქტიურად დაიცვას საკუთარი ეროვნული იდენტობა, ფასეულობები, მათ შორის ქრისტიანული ფასეულობები და გაუფრთხილდეს ადამიანების პიროვნულ იდენტობას, რისთვისაც კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ზუსტად იგივე ფასეულობები და ვიბრძვით იმავე ფასეულობებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა მოულოდნელი საქმე ან ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს გაარკვევს.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დაუგეგმავი ხარჯი...

დაწვრილებითDetails

11 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერ კავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთით მდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

დღეს წმინდა ნიკოლოზ საკვირველმომქმედის შობის დღეა.

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
დღეს წმინდა ნიკოლოზ საკვირველმომქმედის შობის დღეა.
მთავარი

11 აგვისტო წმიდა ნიკოლოზ საკვირველმომქმედის შობის დღეა. გილოცავთ! წმიდაო ნიკოლოზ - ევედრე უფალს ჩვენთვის და სრულიად საქართველოსთვის. ამინ.

დაწვრილებითDetails

ჩემი და თითქმის ერთი საათის განმავლობაში იდგა წყალში და ბავშვებს არ უშვებდა – რა მოხდა ერთ-ერთ მდინარეზე

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ჩემი და თითქმის ერთი საათის განმავლობაში იდგა წყალში და ბავშვებს არ უშვებდა – რა მოხდა ერთ-ერთ მდინარეზე
მთავარი

,,ეს პოსტი იმიტომ გადავწყვიტე დამეწერა, რომ მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდა, იმდენი ადამიანი მირეკავს და მწერს, ფიზიკურად აღარ მაქვს იმის ძალა, ყველას სათითაოდ მოვუყვე, რა მოხდა. ამიტომ მინდა, ერთხელ,...

დაწვრილებითDetails

ვარშავაში ყაჩაღობის ბრალდებით, საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ტეხასში პატიმრობა მიუსაჯეს დედას, რომელმაც 8 წლის შვილი მოკლა
მთავარი

25 წლის მოქალაქეზე განხორციელებუი თავდასხმისთვის, ბელარუსის მოქალაქის ძარცვასა და გატაცების მცდელობაში ბრალოლდებული ქართველები ვარშავაში დააკავეს. ინფორმაციას პოლონური რადიოსადგური RMF FM ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, შემთხვევა ივლისის ბოლოს ვარშავის ოხოტის რაიონში მოხდა, როცა საღამოს საათებში, ბანკომატში...

დაწვრილებითDetails

მოძრაობა „მე მიყვარს საქართველო“-ს წარმომადგენლები გელათის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდნენ

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
მოძრაობა „მე მიყვარს საქართველო“-ს წარმომადგენლები გელათის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდნენ
მთავარი

მოძრაობა „მე მიყვარს საქართველო“ რეგიონების შემოვლას აგრძელებს. დღეს ისინი იმერეთში ჩავიდნენ და გელათის სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს. მათთან ერთად იმყოფება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების კვლევითი ცენტრის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება – ნახეთ რა ღონისძიებებია დაგეგმილი

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება – ნახეთ რა ღონისძიებებია დაგეგმილი
მთავარი

ქუთაისში 12 აგვისტოს  ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ღონისძიებები ფალიაშვილის ქუჩაზე გაიმართება. ნახეთ რა ღონისძიებებია დაგეგმილი

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება აგვისტოს ეს კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი
მთავარი

ლანეტების აღლუმი და 12 აგვისტოს მზის დაბნელება ცვლილებების მექანიზმს ყველა სფეროში აამოქმედებს. ბევრ ადამიანს უახლოესი გეგმებისა და ფინანსური სტრატეგიების გადახედვა მოუწევს. კვირის ბოლოს კი ზოგიერთ ნიშანს მოთმინებისა და გამძლეობის გამოცდა...

დაწვრილებითDetails

ამაში პრობლემას ვერ ვხედავ – კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ამაში პრობლემას ვერ ვხედავ – კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
მთავარი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ბლოგერს რამდენიმე დღის წინ შემთხვევით შეხვდა. “არ ვიცი, ეს კონკრეტული ადამიანი ბლოგერია თუ...

დაწვრილებითDetails

საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 პირს შეუწყდა

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ქუთაისში მცხოვრები 989 ბავშვი ერთჯერად დახმარებას მიიღებს
ეკონომიკა

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ მცირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ ერთ თვეში საარსებო შემწეობა 7 235 ადამიანს შეუწყდა. კერძოდ, 2026 წლის ივნისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 584 137-ს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"