“მადლიერება მინდა გამოვხატო ამერიკელი ხალხისადმი, რომელსაც სურს სამყარო იყოს იმაზე უკეთესი ვიდრე არის” – ჟურნალისტი და ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს მენეჯერი ნანა თოშხუა ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავს ულოცავს:
“რაც თავი მახსოვს ჩემი სამშობლო მიყვარს , მის გარეშე ალბათ ყველგან გამიჭირდება ❤️უცხოეთში კი მშობლიურობის განცდა პირველად, ვაშინგტონში დამეუფლა და თავს ორეგონშიც ისე ვგრძნობდი , როგორც საქართველოს ყველაზე ლამაზ კუთხეში. ბევრი რამ ვნახე , შევიმეცნე და გავიგე. სულ 5 შტატში ვიცხოვრე და მივხვდი, თითოეულისათვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება რამდენად ფასეულია. საერთო ეროვნული ინტერესი და სამოქალაქო პასუხისმგებლობა მათი ცხოვრების დონის პირდაპირპროპორციულია.
მიყვარს გულღია, კეთილი და ძალიან მეგობრული ამერიკელები. ერთი ვიცი, არ უყვართ ტყუილი და სიყალბე და თუ ასეთი ხარ, ვერასოდეს გახდები მათთვის სანდო და სასურველი.
მადლიერება ჩემთვის ყველაზე დიდი გრძნობაა და ეს მადლიერება მინდა გამოვხატო ამერიკელი ხალხისადმი, რომელსაც სურს სამყარო იყოს იმაზე უკეთესი ვიდრე არის, რადგან ასე მათი და ჩვენი უსაფრთხოება უფრო მყარია, ცხოვრება – უფრო ადამიანური.
მადლობა რომ ჩვენ ადამიანებს, ორგანიზაციებს და ჩემს ქვეყანას მისცა შანსი შესაძლებლობათა განვითარების, უკეთესი სასტარტო პირობის შექმნისათვის , რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც მეტი თავისუფლება და მეტი კეთილდღეობა იქნება.
ვუერთდები მილოცვებს
ღმერთმა დალოცოს ამერიკა!
#IndependenceDay
ღმერთმა დალოცოს საქართველო!
ღმერთმა დალოცოს სამყარო!” – წერს ნანა თოშხუა თავის ფეისბუკ გვერდზე.










