მადაგასკარის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან ჩაიძირა სატვირთო გემი Francia, რომელშიც 130 არალეგალი მგზავრი იმყოფებოდა. შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას AP საზღვაო და მდინარის პორტების სააგენტო ავრცელებს.
ამ დროისთვის 68 ადამიანი დაკარგულად ითვლება. სულ მცირე, 45 ადამიანი გადარჩა.
გემმა Francia მანანარა-ნორდის აღმოსავლეთ რაიონში ქალაქი ანტანამბე დატოვა და სუანიერანა-ივონგოს პორტისკენ მიემართებოდა.
ამასთან, ვინაიდან გემი რეგისტრირებულია როგორც სატვირთო, მას მგზავრების გადაყვანა ეკრძალებოდა.










