
„სოციალ-დემოკრატების“ ლიდერი, მაგდალენა ანდერსონი შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. შვედეთის 349-მანდატიან პარლამენტში მაგდალენა ანდერსონის კანდიდატურას მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, 174 – წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 57-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. მაგდალენა ანდერსონი 2014 წლიდან შვედეთის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.










