ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია.
მსოფლიოსა და ევროპის ყოფილი ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე ასპარეზობაში პირველი წრიდან ჩაერთო და აზერბაიჯანელ ვუგარ ტალიბოვს დაძაბულ ბრძოლაში სძლია. ლუკამ მომდევნო ეტაპზე იტალიელი კრისტიან პარლატის აჯობა, შემდეგ ჩეხ დავიდ კლამერტსაც სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.