13 ნოემბერს ასი ათასი მოწამის ხსენების დღეა.
ტროპარი: არა დასთრგუნეთ ხატი უფლისა იესუისი და უხრწნელისა დედისა მისისა, არამედ ვითარცა კრავნი უბიწონი მისთვის დაიკლვენით, რომელმან ხატებითა თვისითა საღმრთოითა პატივ-გცა თქუენ. წამებისა გვირგუვინითა ღმრთივშუენიერად შეიმკუენით ათნო ბევრნო მამანო და დედანო, ევედრეთ ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის!
კონდაკი: მრავალფერნი ტანჯვანი თავს-ისხენით და ვნებისა მის ქრისტესისა თანაზიარ გამოსჩნდით. არა უპატიო ჰყავთ ანგელოზთაგან პატივცემულნი ხატი მისი და სისხლი თქუენი, ვითარცა ნელსაცხებელი სულნელი, უკუდავისა სიძისა შესწირენით, მეოხნო მოწამნო, ეკლესიისა ელვარენო სამკაულნო!
სავედრებელი ლოცვა
ჵ, არომატნო ნელსაცხებელნო უსასყიდლონო სულნელებანო ქრისტჱსნო, ნათლითა მზისა სიმართლისაჲთა განმაბრწყინვებელნო ქუეყანისა თქუენისანო; მეოხნო და შუამდგომელნო ქართველთა ნათესავისანო, და მცველნო და მფარველნო ტფილის-ქალაქისანო, რიცხვით ათნო-ბევრნო მოწამენო!
ჵ, ვარსკულავნო მრავალ-ბევრნო განათლებულნო, მვედრებელთა თქუენთა მსწრაფლშემწენო და წყალობისა მომნიჭებელნო, მოგჳჴსენეთ წინაშე ღმრთისა და განსაცდელთაგან და ჭირთაგან შეცული ერი ჩუენი იჴსენით ოხითა თქუენითა, რაჲთა წყალობისა წილ არა მოვიღოთ საშჯელი კადნიერებისაჲ, არამედ კუალად განგვიახლეთ თქუენებრ მჴურვალებაჲ სარწმუნოებისაჲ, სიყუარული კეთილმსახურისა მეფისაჲ და ერთგულებაჲ ღმრთისაგან ბოძებულისა მამულისაჲ, რომელიცა განიპოხა სისხლითა თქუენითა, და დაშრიტეთ საზეპუროსა ერსა ჩუენსა ზედა აღძრული საიდუმლოჲ იგი უშჯულოებისაჲ, რომელ არს წმიდისა იგი შემბილწველი `საძაგელი მოოხრებისაჲ~. მრავალშემძლებელითა ძალითა თქუენითა დაიფარეთ მამული ჩუენი _ საქართველო _ ყოვლისაგან ჭირისა და თანამბრძოლ გუეყვენით ჩუენ მარადის წინააღმდგომად მბრძოლისა, ჩუენ ზედა აღბორგებულისა და დაიცევით დედაქალაქი ჩუენი უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან. განაძლიერეთ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიყტოპოლიტი მამაჲ ჩვენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, მჴედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, ქრისტჱსმოყუარე მჴედრობანი, და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჵ, კრებულო საღმრთოო, ერთითა წმიდითა განზრახვითა შეკრებულო ათბევრობაო მოწამეთაო! იმეოხეთ წინაშე ღმრთისა, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ აღგვიდგინოს ღმრთისმოსაობაჲ, სიმართლისმოყუარებაჲ, მრავალშვილიანობაჲ, და ქვრივ-ობოლთა შეწყალებაჲ. მოგვანიჭოს სიწმიდით ცხოვრებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრვილებაჲ, წმიდათა თანა გჳრგჳნოსნებაჲ და ცათა სასუფეველისა დამკჳდრებაჲ, რაჲთა ჩუენცა თქუენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ღირს არს ჭეშმარიტად რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთის-მშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგჳწყალენ (3-გზის).
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.










