ლონდონის თაუერის ხიდი ტექნიკური გაუმართაობის გამო გაიჭედა და აწეული დარჩა. ამის შესახებ BBC წერს.
ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, ხიდთან მისასვლელი გზები გადაკეტილია.
London City Co.-ის ცნობით, ტექნიკური გაუმართაობის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამჟამად, ხიდზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.










