ლომისობის დღესასწაულზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, მაშველებმა დაშავებული ქალი ჩამოიყვანეს ლომისის მთიდან.
როგორც „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთი ადგილობრივი უყვება, ქალს ფეხი გადაუბრუნდა და წაიქცა.
„ახლა ჩამოჰყავთ მაშველებს ქალი, რომელსაც ფეხი გადაუბრუნდა და დაეცა.
მანამდე 13 წლის ბიჭი დაგორდა, ხეს ჩაეჭიდა და იმან გადაარჩინა, ალბათ ხრამში გადავარდებოდა. მაშველებმა მითხრეს, ამ დროისთვის ოთხი დაშავებული ჩავიყვანეთ ქვემოთო“,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი თბილისელის მაცხოვრებელია და მას გულის შეტევა დაემართა.
ცხედარი უკვე გადაასვენეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში.