“ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიცია სრული კონტროლის ქვეშ ჰყავს მთავრობას – ეგრეთწოდებულ ცეკას მდივანს. ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ამერიკას რჩება იმ საგარეო პოლიტიკის მონიტორინგისთვის, რომელსაც ჩვენივე მთავრობას უთანხმებს, არიან არასამთავრობო ორგანიზაციები.
თქვენ ამ კანონის მიღებით ამბობთ, რომ არ გვჭირდება ამერიკელების არანაირი დაცვა და დაზღვევა ეკონომიკური გაჭირვების შემთხვევაში და გვტოვებთ საგარეო პოლიტიკური მოკავშირის გარეშე.
კანონში, რომელიც თქვენ მეორედ შემოიტანეთ, მთავარი საკითხი და კითხვა, რაც გუშინაც ვერ გათქმევინეთ არის – ვიცით თუ არა, რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომ მასთან მიმართებაში განვსაზღვროთ, ეთანხმება თუ არა ის “უცხო ძალის” ინტერესს. ვიდრე ამას არ გავარკვევთ, მანამდე ეს კანონი იქნება ანტიამერიკული – იგივე რუსული”, – ვახტანგ მეგრელიშვილი