„ლილო მოლის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია. ამ დროისთვის, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება იყო. ხანძარი ორსართულიან შენობაში გაჩნდა, სადაც სასაწყობე და კომერციული მაღაზიებია განთავსებული.
ცეცხლი 5000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო ათობით ტექნიკა და ცოცხალი ძალა.