LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას

კეფა ჩამტვრეული აქვს, ყელზე მოჭერის კვალი ეტყობა – პატიმარი კლინიკაში მძიმე დაზიანებებით მოათავსეს

დაპოსტა 2025/01/30-ში
A A
231
ნახვა
გაზიარება

სახალხო დამცველი კლინიკა „ვივამედში“ მძიმე დაზიანებებით მოთავსებული პატიმრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის წარმომადგენელი „ვივამედში” იმყოფებოდა, სადაც პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, ხოლო უშუალოდ „ვივამედში“ მოთავსებულ პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

„2025 წლის 29 იანვარს მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია კლინიკა „ვივამედში“ ერთ-ერთი პატიმრის მძიმე დაზიანებებით მოთავსების შესახებ. შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, გაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებული პატიმრის მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით კლინიკაში იმყოფებოდა. საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, სახალხო დამცველის რწმუნებული, ასევე იმ პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, საიდანაც დაშავებული ბრალდებული 23 იანვარს კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, უშუალოდ „ვივამედში“ მოთავსებულ პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

აპარატის მიერ შეკრებილი ინფორმაციიდან დეტალების გასაჯაროებისგან თავს ვიკავებთ, ერთი მხრივ, განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების დაცვის, მეორე მხრივ კი მიმდინარე გამოძიებაზე მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით.

სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილია, რომ დაწყებულია გამოძიება პატიმრის დაზიანებების წარმოშობის მიზეზების დადგენის მიზნით. სახალხო დამცველი მოუწოდებს გამოძიებას, შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს ფაქტის გამოძიება და პატიმრის დაზიანებების წარმოშობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზების დადგენა.

გარდა ამისა, როგორც აპარატისთვის არის ცნობილი, პატიმრის ოჯახის წევრები მიუთითებენ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მათ ინფორმაცია მომხდარის შესახებ არსებითი დაგვიანებით მიაწოდა. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის მოცემულ საკითხსაც.

სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება. აპარატი გააგრძელებს მისი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

გავრცეკებული ინფორმაციით, გლდანის ციხეში ჯერ სასტიკად სცემეს 45 წლის მამაკაცი, შემდეგ ახრჩობდნენ.

“დაზიანებული აქვს თავი, უკანა მხარე (კეფა) ჩამტვრეული აქვს, სისხლი შედედებულა თავში. ყელზე მოჭერის კვალი ეტყობა, გაშავებული აქვს. ყოველ წუთს ველოდები, ზარს, რომ დამირეკონ და მითხრან რომ აღარ არის. ჩემი შვილი 7 დღე უპატრონოდ იყო, ადვოკატმა მხოლოდ გუშინწინ მოაღწია ჩემამდე”- აცხადებს პატიმრის მამა.

გაზიარება92

დაკავშირებული -პოსტები

პოლონეთში დაღუპული ქართველი ბიჭი ჯაბა თავართქილაძეა

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
პოლონეთში დაღუპული ქართველი ბიჭი ჯაბა თავართქილაძეა
მთავარი

პოლონეთში 23 წლის საქართველოს მოქალაქე ტბაში დაიხრჩობათუმის მცხოვრები, 23 წლის ჯაბა თავართქილაძე, პოლონეთში ტბაში დაიხრჩო.ჯაბას მეგობრების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი პოლონეთის ქალაქ ზარიში ( Zary) სამუშაოდ იმყოფებოდა.

დაწვრილებითDetails

საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელების თითქმის მესამედი რუსეთის მოქალაქეა

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელების თითქმის მესამედი რუსეთის მოქალაქეა
მთავარი

საქართველოს მოქალაქეთა რიცხოვნობა 2014 წელთან შედარებით 2.5 %-ით გაიზარდა და 3 775 415 კაცი შეადგინა, თუმცა მათი წილი მთლიან მოსახლეობაში, აღწერათაშორის პერიოდში 99.2 %-დან 96.1 %-მდე შემცირდა - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში 200 სოფელი გაუკაცრიელებულია, 278-ში კი 10 კაცზე ნაკლები ცხოვრობს – საქსტატი

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
რის შეძენაში დაემხარება მთავრობა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებლებს
მთავარი

საქართველოში სულ 3 617 სოფელია, აქედან 3 417 დასახლებული, ხოლო 200 დაუსახლებელი - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა - 2024-ის დაზუსტებულ მონაცემებში. ამავე მონაცემების მიხედვით,...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო ახალ ამინდის პროგნოზს აქვეყნებს: 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი: უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.. ქ. თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია...

დაწვრილებითDetails

იმერეთში მოსახლეობის რაოდენობა 23 165-ით, 4.3%-ით შემცირდა – საქსტატი

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

იმერეთში მოსახლეობის რაოდენობა 23 165-ით, 4.3%-ით შემცირდა - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებში ვკითხულობთ. "2014 წლის აღწერასთან შედარებით, მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი მატება, ქ. თბილისის...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში 23 წლის ქართველი ბიჭი დაიღუპა

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

პოლონეთში 23 წლის ქართველი კაცი ტბაში დაიხრჩო - ინფორმაციას Marneuli News ge ავრცელებს და წერს, რომ დაღუპული ბათუმის მკვიდრია. მათივე ცნობით, ახალგაზრდა კაცი პოლონეთის ქალაქ ზარიში სამუშაოდ იმყოფებოდა.

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

22 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების...

დაწვრილებითDetails

თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, რუსთავში, სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
მთავარი

ქართველი ბიზნესმენი, თემურ უგულავა გარდაიცვალა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მძი­მე სენს, სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და და ბოლო პე­რი­ოდ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მკურ­ნა­ლობ­და. 56 წლის თე­მურ უგუ­ლა­ვას სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"