დღეს ქუთაისში ” ლეიბორისტულმა ” პარტიამ პარტიული სიის ათეული და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის და პარტიული სიის 1 ნომრის, სამსონ გუგავას განცხადებით წელს ქუთაისში მერობის კანდიდატს არ დაასახელებენ, რადგან უპირატესობას პროპორციული ნაწილს ანიჭებენ.
” ჩვენ ვხედავთ ბოლო ათწლეულები ქვეყანა იმყოფება კატასტროფულ მდოგმარეობაში. ყოველდღიურად ახალი პრობლემის წინაშე ვდგავართ. ლეიბოირსტული პარტიის ადგილობრივმა წარმომადგენლება გადაწყვეტილება მიიღეს, რომ არ დაასახელონ მერობის კანდიდატი, რადგან უპირატესობა მივანიჭოთ პროპორციულ ნაწილს, რათა “ქართულმა ოცნებამ” ვერ მოიპოვოს ხალხის ხმათა 43% და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება შარკ მიშელის დოკუმენტს უარყოფს”- განაცხადა სამსონ გუგავას









