ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი 23 დღის შემდეგ პროკურატურამ დაზარებულად ცნო” – ნათქვამია ენმ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხაბეიშვილს შესაბამისი დადგენილების გამოცემის თაობაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა შეატყობინა.
“ერეკლე ბენაშვილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი პარტიის თავმჯდომარეს 23 დღის შემდეგ დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ პროკურორმა მის მიმართ გამოიტანა დადგენილება დაზარალებულად ცნობის თაობაზე.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, ხარება (ზვიად ხარაზიშვილი) და მისი დაჯგუფება ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.” აცხადებს ენმ.