LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ გიორგი გახარიას საპასუხო განცხადება გაავრცელა

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ გიორგი გახარიას საპასუხო განცხადება გაავრცელა

დაპოსტა 2021/09/14-ში
A A
237
ნახვა
გაზიარება

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც პარტია “საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატს, გიორგი გახარიას პასუხობს:

“გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის მერობის კანდიდატის, ბატონი გიორგი გახარიას განცხადებას, თითქოს მას აქვს “უტყუარი ინფორმაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დაგეგმილ პროვოკაციაზე”. 

მსგავსი შინაარსის განცხადება ყოველგვარი მტკიცებულებისა და ფაქტობრივი მოცემულობის გარეშე არის უაღრესად დამაზიანებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის მიმართ და მიზნად ისახავს ბიუროს და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციას.

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ფსიქოტროპულ ნივთერებებსა და ნარკოტიკულ საშუალებების ფაქტის დადგენის მიზნით, ნარკოლოგიური გამოკვლევა ტარდება საერთაშორისო სტანდარტის ISO 17025 –ის და კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად. გამოკვლევისას, გამოიყენება ბიოლოგიური მასალა (შარდი), რომელის მეშვეობითაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა ყველაზე ინფორმაციული და უტყუარია.

ბიუროში აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებისას გამოსაკვლევი პირის თანდასწრებით, დაუყონებლივ, ადგილზევე ხდება ბიოლოგიური ნიმუშის გამოკვლევა და დასკვნის გაცემა. 

საკვლევ ნიმუშში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, გამოსაკვლევი პირის თანდასწრებით, სპეციალური ლუქების მეშვეობით და მასზე გამოსაკვლევი პირის ხელმოწერის დატანის შემდეგ, დალუქული ბიოლოგიური ნიმუშების შენახვა ხდება ორ ულუფად შესაბამის ტემპერატურაზე.

აღნიშნული პროცედურა ემსახურება გამოსაკვლევი პირისთვის შესაძლებლობის მინიჭებას, რომ სურვილის შემთხვევაში, მის მიერ მოხდეს ბიოლოგიური მასალის გადამოწმება სხვა ნებისმიერ საექსპერტო დაწესებულებაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

გადასამოწმებელი ნიმუშის გატანა გამოსაკვლევ პირს შეუძლია დაუყონებლივ, კვლევის დასრულებისთანავე.

რაც შეეხება თმის ღერით ნარკოლოგიური კვლევის ჩატარებას, ბიუროს აქვს ყველა ტექნიკური შესაძლებლობა აღნიშნული კვლევის ჩასატარებლად.

თუმცა, აღნიშნული მეთოდი ითვლება ყველაზე ნაკლებ ინფორმატიულად (საჭიროებს კონკრეტული რაიოდენობის და თმის სიგრძის ნიმუშს, მხოლოდ თავის სხვადასხვა მიდამოდან).

ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევაში, ნივთიერების თმის ღერში გადასვლას ესაჭიროება მინიმუმ 10-14 დღე.

ასევე, ადამიანის სხეულის ზედაპირზე არსებული თმის რაოდენობიდან გამომდინარე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემდგომ მისი აღმოჩენა დამოკიდებულია მოხმარებული ნივთიერების რაოდენობაზე და ხანდაზმულობაზე. თმის გამოსაკვლევ ნიმუშში შესაძლებელია არ აღმოჩნდეს ნარკოტიკული საშუალება, თუმცა გამოსაკვლევი პირი იყოს მომხმარებელი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა.

გაზიარება95

დაკავშირებული -პოსტები

სროლა თბილისში – რა მოხდა ადგილზე

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ ხილიანის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება....

დაწვრილებითDetails

პატიმრის გარდაცვალებაზე პენიტენციური განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.   მათი თქმით, მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა....

დაწვრილებითDetails

ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ
მთავარი

პენიტენციურმა სამსახური ადასტურებს, რომ პატიმარი რუსთავის ციხეში გარდაცვლილი ნახეს. პენიტენციური განმარტავს, რომ გარდაცვალების მიზეზი სუიციდია და გამოძიებაც შესაბამისი მუხლით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი დალაქიშვილო

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
დაუდგინდა მძიმე პროგრესირებადი დაავადებაა – ქუთაისელ მუსიკოსს საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

გარდაიცვალა ცნობილი, ყველასთვის საყვარელი ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი დალაქიშვილი. ის ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა. გასულე წელს გიორგი დალაქიშვილს მძიმე პროგრესირებადი დაავადება დაუდგინდა. ქუთაისელი მუსიკოსი და DJ გიო დალაქიშვილი, მეგობრებისთვის ცნობილი...

დაწვრილებითDetails

4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზე ცესკო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 3, 2026
0
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ
მთავარი

საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზე ცესკო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო პროცესს აკვირდება 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი, ხოლო პროცესს აშუქებს 8...

დაწვრილებითDetails

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 3, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა მოულოდნელად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.   კურო   ყურადღება ურთიერთობებზე გადაიტანეთ. გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ გაუგებრობის მოგვარებაში. საღამოს სასიამოვნო ამბავია მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

3 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 3, 2026
0
როდის გამოიდარებს საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში...

დაწვრილებითDetails

საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

by მეგა TV
ოქტომბერი 3, 2026
0
რატომ არ იქნება ვალიდური პარალელური დათვლის მონაცემები -„სამართლიანი არჩევნები“
მთავარი

საქართველოში, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.   არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება.   საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა.   ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს...

დაწვრილებითDetails

3 ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების შესახებ ცესკო შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
3 ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების შესახებ ცესკო შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

3 ოქტომბერს, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. ცესკოს ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგი გამართა. ნათია იოსელიანის ინფორმაციით, შუალედური არჩევნები...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"