გარდაიცვალა ქართული კალათბურთის გამორჩეული წარმომადგენელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, დინამო თბილისის მოთამაშე და შემდგომში მწვრთნელი, ლევან მოსეშვილი.
მოსეშვილი იმ ლეგენდარული დინამოს წევრი იყო, რომელმაც 1962 წელს ჩემპიონთა თასის ფინალში მადრიდის რეალი დაამარცხა, 1964 წელს კი, საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა.