საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი პოლიციის მხირდან ალეკო ელისაშვილის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს.
ლევან იოსელიანი უწყებას მოუწოდებს, რომ დროულად დაიწყოს გამოძიება მომხდართან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ დაადგინონ საქმეში ფიგურანტი პირები.
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 17 აპრილის აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქე მოინახულა, რომელიც აცხადებს, რომ მისი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა.
სახალხო დამცველის აპარატმა ასევე დაადგინა მეორე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქის ადგილსამყოფელი და უახლოეს საათებში მოინახულებს.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატი დღესვე მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ჩაატაროს ყველა საგამოძიებო მოქმედება, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. აპარატი განახორციელებს გამოძიების ეფექტიანობის მონიტორინგს. – ვკითხულობთ განცხადებაში.










