LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ლევად” უნდა გადაიხადო 500 ლარი, საკუთარ სახლში რომ მინი რემონტი ჩაატარო – რა ხდება გომის მთაზე

“ლევად” უნდა გადაიხადო 500 ლარი, საკუთარ სახლში რომ მინი რემონტი ჩაატარო – რა ხდება გომის მთაზე

დაპოსტა 2020/09/04-ში
A A
459
ნახვა
გაზიარება

“ოზურგეთის მერიის ზედამხესველობის სამსახურის წარმომადგენელს “ლევად” უნდა გადაიხადო 500 ლარი და ის გიშვებს საკუთარ სახლში რომ მინი რემონტი ის რომ სახლი არ დაგეგნგრეს ჩაატარო” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ალექსანდრე თავართქილაძე წერს, რომელსაც გომის მთაზე მამაპაპისეული სახლი აქვს. საცხოვრებელი დიდთოვლობისგან დაზიარებულია და შეკეთებას საჭიროებს, რის უფლებასაც მოქალაქეს არ აძლევენ, არა და გომის მთაზე შეიძლება ითქვას რომ მშენებლობების ბუმია:

“მეგა ტვ” ალექსანდრე თავართქილაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“არ გამოდგეს, ყვავი ქორად, არც უგვარო გვარის სწორად”

ყველა ჩემს მეგობარს და ახლობელს მოეხსენება, რომ არასოდეს სოციალურ ქსელში არ დამიწუწუნია არაფერზე, არც ვინმეს მიმართ აგრესია გამოიხატა ვს, თუმცა დღეს რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ერთგვარად მაგონებს ოსკარ უაილდისეულ შეგონებით სავსე და ამავდროულად სატირული ჟანრის მოთხრობას. მინდა, რომ ვისაც დრო გექნებათ არ დაიზაროთ და ბოლომდე წაიკითხოთ. მაშ ასე, ავიღე შვებულება 10 დღით და წავედი გურიაში, წავიღე ურავი ინტელექტუალური სამუშაო და შეძლებისდაგვარად მუდმივად სატელეფონო კონტაქტზე ვარ პაციენტებთან. გურიაში არის ასეთი მთის კურორტი სახელწოდებით გომის მთა, სადაც გვაქვს მამაპაპისეული ძველი ქოხი, იქ არის არაჩვეულებრივი ბუნება, ჰავა, მცენარეები, ცხოველები, ფფინველები ანუ პირველყოფილი სიმშვიდე რაც საოცარი ენერგიით მავსებს (სულ 2-3 დღე) ვახერხებ წელიწადში იქ ყოფნას. აღმოჩნდა, ეო. შარშან თოვლმა ქოხი საგრძნობლად დააზიანა და გადავწყვიტეთ მისი შეკეთება, საძირკვლის გამაგრება და კედლების ფორმაში მოყვანა. ვიყიდეთ სამშებებლო მასალები დავტვირთეთ მანქანა და აღმოჩნდა, რომ თურმე მშენებლობები გომის მთაზე აკრძალულია, მაშინ მე ვიკითხე საკუთარი მამაპაპისეული სახლის შეკეთება, რომლის მემკვიდრეობის სრულყოფილი დოკუმენტაციაც გვაქვს, რაზეც ასევე კატეგორიული უარი მივიღეთ, ამ ეტაპზე არ შეიძლებაო. მოკლედ ავედით გომის მთაზე მასალების გარეშე და ჩვენს თვალწინ გადაიშალა მშენებლობათა (თან ახალი სახლების) მასშტაბური პეიზაჟი. მოვიკითხე თუ როგორ მიიღეს ამათმა ნებართვა და პასუხად მივიღე ასეთი რამ, გამოკითხულთა 100% ისაგან: მოკლედ ღამის 4 საათზე უნდა გაიყვანო მანქანა სამშენებლო მასალებით, “გამშვებ პუქტზე” (წინასწარ შეთანხმებით) ოზურგეთის მერიის ზედამხესველობის სამსახურის წარმომადგენელს “ლევად” უნდა გადაიხადო 500 ლარი და ის გიშვებს საკუთარ სახლში რომ მინი რემონტი ის რომ სახლი არ დაგეგნგრეს ჩაატარო. ნუ … კომენტარი თქვენთვის მომინდია… წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდები რაღაც გაუგონარი კანონით 1000 დან 25000 ლარამდე. მოკლედ, ქრთამის მიცემას ვარჩიე ჯარიმის გადახდა და გავუდექით გზას. ეგრეთწოდებულ “პოსტზე” გომისმთის ასასვლელთან გაგვაჩერეს ვერ გაგატარებთო, კანონი გიკრძალავთ “საკუთარი სახლის შეკეთებასო” , ბევრი დისკუსიის შემდეგ ცივილურად გამოვიძახე პოლიცია, რომელსაც ვუხდი დიდ მადლობას სრულად ეკიპაჟს და მთლიანად ოზურგეთის პოლიციის მმართველ გუნდს არნახული გულისხმიერებისთვის და პოლიციის ნებართვით გაგვატარეს, თუმცა დაახლოებით 1 საათის სავალ გზაზე უკან წამოგვეწია ცოფიანი სინდიოფალასავით მოსრიალე მანქანა, გვიბრძანეს გაჩერება და უკან მობრუნება (გამახსენდა სიუჟეტი ფილმიდან “პალიასტომის ტბა” კაციას სიტყვები – “არც ერთი ტივი ფოთისაკენ!!!” და შემდეგ ტივების დაჩეხვა ნაჯახით და მოგეხსენებათ შემდგომი გაგრძელება ფილმის), ვიკითხეთ ამ “მცოცავი” ჯგუფის წარმომავლობა (თუმცა რამდენიმე ღირსეული ადამიანიც იყო იქ, როგორც ჟან-ჟაკ რუსო იტყოდა – “მტაცებლური საზოგადოების ადამიანი-მსხვერპლი”) და “მეთაურმა მითხრა” რომ ის იყო ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი და მოქმედებდა ოზურგეთის *მუნიციპალური სამსახურის” (გურულად რომ ვთქვა ტერმინებში “ოქროსავით” ერკვეოდა) დავალებით (ჩემდა სამწუხაროდ). შესაბამისად მივიტანეთ მასალა დანიშნულების ადგილას და დავასაწყობეთ, რის გამოც გამომეწერა ჯარიმა 1000-დან 2000 ლარამდე (ზუსტ ციფრს სასამართლო გაცნობებთო), ხოლო ხვალ რომ სახლის რესტავრაციას დავიწყებ (წინასწარ ვაანონსებ) თურმე 25000 ლარით დამაჯარიმებენ (ასე რომ თქვენი იმედი მაქვს ,?♥️სახლი უნდა შევაკეთო თორემ თოვლი დაანგრევს). საუბრისას გაირკვა, რომ:
1. პირველი დაჯარიმებული ვარ გომისმთის ისტორიაში??
2. ეს ყველაფერი არ მოხდებოდა თუ “მოვილაპარაკებთ”, მაგრამ მე ეს გზა ვარჩიე
3. სამწუხაროდ “მწვავე ჰიპოთალამური უკმარისობით” შეპყრობილ “ყოვლისმცოდნე” ბიძიას რომ ვუთხარი ეს სახლები როგორ შენდება ირგვლივ ჯარიმების გარეშე მეთქი (მათ შორის ერთის საძირკველი ვიღაცას ჩემს ეზოში ჩაუსხამს) მითხრეს, რომ ყველას დავაჯარიმებთო ახლა პირველი თქვენ “გამოგიჭირეთო”

კარგით ჩინოვნიკო ბიძიებო, მანამ არაფერი გეტკინოთ სანამ მე ჯარიმებს გადავიხდი, მე მჯერა ჩვენი მართლმსაჯულების თუ არა იციშ ჩემმა მეგობრებმა სტრასბურგიც ნაცნობი მხარეა ჩემთვის მაგრამ გახსოვდეთ, როგორც დიდი სერგო ზაქარიაძე ამბობს ფილმში “შეხვედრა წარსულთან” – “დიდგულა ქორი, ქანდარაზე ჩამეიხრჩვაო” , ასე რომ მე მუდამ ხალხის სამსახურში მყოფ ადამიანს ნუ მედიდგულებით… მე ალეკო თავართქილაძე 24 საათიან რეჟიმში ხალხის და ახალგაზრდა ექიმების აღზრდის სამსახურში ვარ, მე 2009 წლიდან წარმოვადგენ საქართველოს მედიცინის მიღწევებს მოხსენებების სახით მსოფლიოს 47 ქვეყანაში, მე 2012 წლიდან ვმონაწილეობ ჯანდაცვის კანონპროექტების შემუშავებაში და კიდევ აღარ ჩამოვთვლი თავის ქებაში ჩამოერთმევა დანარჩენზე საზოგადოება ისაუბრებს…

აქვე მინდა ნიზამი გაჯელის ერთი ლექსით დავასრულო:

“კარგი რამეა ცხოვრება,
რომ არ გახადო საზარი.
არ გაახურო არასდროს
ღორმუცელობის ბაზარი.
კაცს ალხენს შრომა ნამდვილი,
განა ადვილი ფაცური.
არ დაგავიწყდეს კაცი ხარ,
საქმე იცოდე კაცური!
იმას გაირკვა ცხოვრება,
თავს ბედი იმან აღირსა,
ვინაც სიხარბის ბედაურს
არ ანებებდა აღვირსა.
ისე იცხოვრე ამ ქვეყნად,
ჩემი რჩევაა გზიანი,
შენ გაიხარო, მაგრამ სხვას,
არ მიაყენო ზიანი!

P.S. რას ვიზამ მე ერთი უბრალო ადამიანი, ეს ჭავჭავაძის, სარაჯიშვილის და ბევრი სხვა მსგავს გენიოსთა ქვეყანაა…

მაპატიეთ, რომ თავს მოგახვიეთ მაგრამ გული ძალიან მეტკინა … მხოლოდ უსამართლობაზე …,” – წერს ალექსანდრე თავართქილაძე თავის ფეისბუკ გვერდზე.

გაზიარება212

დაკავშირებული -პოსტები

3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა
მთავარი

მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა - ინფორმაციას მარნეული ნიუსი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკა „ავერსში“ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.

დაწვრილებითDetails

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა – შიო III

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა, - ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, შიო მესამემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის...

დაწვრილებითDetails

კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება – კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, ადამიანები დაკავებული არიან კარიერით და ოჯახები შვილების გაჩენისგან თავს იკავებენ – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება - კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “საქსტატის” მონაცემებს, რომლის თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ...

დაწვრილებითDetails

სად და როგორ ცხოვრობდა იოანე ნათლისმცემლი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება ტარდება. მორწმუნეები კი ამ დღეს მარხვას იცავენ. იოანე უდიდესი წინასწარმეტყველი გახლდათ. მან ძველი...

დაწვრილებითDetails

მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია ვრცელდება

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის...

დაწვრილებითDetails

ცნობილია წყნეთის გზატკეცილზე, ავარიის შედეგად დაღუპული 20 წლის ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ცნობილია წყნეთის გზატკეცილზე, ავარიის შედეგად დაღუპული 20 წლის ბიჭის ვინაობა
მთავარი

თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. დაშავებული მოტოციკლის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი, 20 წლის...

დაწვრილებითDetails

2026 წლის 6 თვეში შობადობა შემცირდა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
თბილისში გამთენიისას ჩვილი გარდაიცვალა
მთავარი

საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 509 ბავშვი შეადგინა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ცოცხლად...

დაწვრილებითDetails

“იმ დროს, როცა ჩემს 17 წლის მამიდაშვილს კლავდნენ, შსს-ს რომელიღაც განყოფილებაში თორნიკე რაზმაძის კომენტარებს სქრინავდნენ და მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო სასამართლოში დასაბარებელ წერილს ამზადებდნენ”

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
თბილისში მოკლული არასრულწლოვანი დათო ნა­რი­მა­ნი­ძეა
მთავარი

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ლოტ­კი­ნის და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლია - სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და არ­კვე­ვენ, უწყე­ბის ცნო­ბით­ვე, და­კა­ვე­ბულ­მა არას­რულ­წლო­ვანს ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. მოკ­ლუ­ლია 17...

დაწვრილებითDetails

ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ყველას დაგასრულებთ – 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა, ეკა მხატვრიშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ყველას დაგასრულებთ – 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა, ეკა მხატვრიშვილი
მთავარი

"ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ყველას დაგასრულებთ", - ამის შესახებ მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ეკა მხატვრიშვილი პედაგოგია, ის გლდანში, "ბრიტანულ აკადემიაში" პედაგოგად მუშაობს. სამძიმრის...

დაწვრილებითDetails

დღეს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს.   მათესა და მარკოზის სახარებების მიხედვით, იოანე ნათლისმცემელი იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი იყო, რომელმაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა. ნათლისმცემელი უდაბნოში ცხოვრობდა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"