ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრან სლემის ჩემპიონია.
ფინალში მან იაპონელი კენ ოიოში ავასატე იპონით დაამარცხდა.
ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა ჯუდოკამ მშობლიური გრან სლემი პირველად მოიგო, აქამდე მას თბილისის ტურნირი 2018 წელს ჰქონდა მოგებული, როდესაც ის გრან პრის რანგში იმართებოდა. სულ კი ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონისთვის ეს გრან სლემის მესამე ოქროს მედალია, აბუ-დაბისა და პარიზის შემდეგ.










