ახლა კი ერთი პოზიტიური სიახლე. ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის 32 საუკეთესო კლუბში მოხვდა. საქართველოს ჩემპიონმა რუმინეთში „ოლიმპია კლუჟი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გადავიდა.გუნდის მწვრთნელმა, გიორგი ჩხაიძემ დანაპირები შეასრულა და მოგებული თამაშის შემდეგ გასახდელში იცეკვა.„პირველი თამაშის შემდეგ გოგოებს დავპირდი, თუ მოვიგებთ, ვიმღერებ-მეთქი, ახლა კი დავპირდი, თუ მოვიგებთ, ვიცეკვებ-მეთქი და ვასრულებ დანაპირებს“, – ამბობს გიორგი ჩხაიძე. „ისტორია დაიწერა ! “ლანჩხუთი” – პირველი ქართული საფეხბურთო კლუბი რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს !“-წერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
ანა ჯაფარიძე პარა ტაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ანა ჯაფარიძემ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა რომში გამართულ გრან პრიზე პარა ტაეკვონდოში პირველობა არავის დაუთმო. ანამ K44, - 52 კგ. კატეგორიის ფინალში თურქი მურიემ ბელუთი დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა....









