ახლა კი ერთი პოზიტიური სიახლე. ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის 32 საუკეთესო კლუბში მოხვდა. საქართველოს ჩემპიონმა რუმინეთში „ოლიმპია კლუჟი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გადავიდა.გუნდის მწვრთნელმა, გიორგი ჩხაიძემ დანაპირები შეასრულა და მოგებული თამაშის შემდეგ გასახდელში იცეკვა.„პირველი თამაშის შემდეგ გოგოებს დავპირდი, თუ მოვიგებთ, ვიმღერებ-მეთქი, ახლა კი დავპირდი, თუ მოვიგებთ, ვიცეკვებ-მეთქი და ვასრულებ დანაპირებს“, – ამბობს გიორგი ჩხაიძე. „ისტორია დაიწერა ! “ლანჩხუთი” – პირველი ქართული საფეხბურთო კლუბი რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს !“-წერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
საქართველოს ნაკრები დღეს დანიას დაუპირისპირდება
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში დღეს დანიელებს უმასპინძლებს. მატჩი თბილისი არენაზე, 20:50 საათზე დაიწყება. ცნობილია ჩვენი გუნდის შემადგენლობა.









