22 ივლისს ლადო მესხიშვილის თეატრმა 160-ე თეატრალური სეზონი დახურა.
თეატრი სეზონი სპექტაკლით „კუ +კოკონა” დაიხურა. დადგმა ეკუთვნის რეჟისორებს: კოტე აბაშიძესა და ლევან სვანაძეს. სპექტაკლი ეჟენ იონესკოს პიესის ,, ორთა ბოდვა” მიხედვითაა განხორციელებული.
სპექტაკლში მსახიობები მარიკა სამანიშვილი და თენგიზ ჯავახაძე მონაწილეობენ.
პანდემიის გამო ერთწლიანი პაუზის შემდეგ მესხიშვილის თეატრმა დარბაზში სპექტაკლების ჩვენება მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო. თეატრმა 5 პრემიერა წარმოადგინა.









