ლაგოდეხის მთებში გარდაცვლილი კაცი იპოვეს
თამაზ კაპანაძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის მკვიდრია.
არსებული ინფორმაციით, კაცი რამდენიმე დღის წინ მთაში, სანადიროდ წავიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა. არსებობს ვერსია, რომ ის სავარაუდოდ სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.










