კუბაზე, მატანსასში, ქვეყნის უმთავრეს ნავთობობიექტში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროის განმავლობაში, დაიღუპა ერთი და დაშავდა 125 ადამიანი, – ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
ხანძრის შედეგად, ნავთობის საცავის დაახლოებით 40% განადგურდა. კუბის ეროვნული სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, დაზიანებული ავზებიდან დაღვრილი ნავთობის გამო, მცირე ხანძრები კვლავ ჩნდება.
მატანსასი კუბაზე უდიდესი სამრეწველო და კომერციული პორტია, სადაც ნავთობის შესანახი რამდენიმე ავზია განთავსებული. იქვეა გადამამუშავებელი ქარხნები და თბოელექტროსადგურებიც.









