ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურის მატჩში, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ტოტენჰემს“ 3:2 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან ჰეთ-თრიქი კრიშტიანუ რონალდუმ შეასრულა.რონალდუს საკლუბო დონეზე და ნაკრებში, პორტუგალიელს ჯამში 807 გატანილი ბურთი მოუგროვდა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.
მანამდე რეკორდი ჩეხ და ავსტრიელ თავდამსხმელს, იოჟეფ ბიცანს ეკუთვნოდა , რომლის ანგარიშზე 805 გოლია.










