ინგლისის ჩემპიონატის 33-ე ტურის ეგიდით, “მანჩესტერ იუნაიტედმა” შინაურ კედლებში “ნორვიჩს” უმასპინძლა.
“ოლდ ტრაფორდზე” გამართული დაპირისპირება “ეშმაკუნების” გამარჯვებით დასრულდა – 3:2. “წითელი ეშმაკუნები” სატურნირო ცხრილში 54 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ, ხოლო “ნორვიჩი” 21 ქულით ბოლო, მე-20 პოზიციაზეა.










