დანიელი ფეხბურთელი, კრისტიან ერიქსენი, დანია-ფინეთის მატჩის დროს მოედანზე ცუდად გახდომის შემდეგ, კლინიკიდან პირველ პოსტს აქვეყნებს და ფოტოსაც გვიზიარებს.
“მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა ტკბილი, შესანიშნავი მოკითხვებისთვის და მესიჯებისთვის, რომელსაც მთელი მსოფლიოდან მწერთ. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მე კარგად ვარ, რამდენიმე გამოკვლევა უნდა გავიარო საავადმყოფოში, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ“, – წერს ერიქსენი.
გარდა ამისა, ის დანიელ ფეხბურთელებს მიმართავს და ამხნევებს – “ბიჭებო, ითამაშეთ დანიისთვის“, – წერს ერიქსენი.
მოგვიანებით ის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელს მოედანზე გული გაუჩერდა. სპეციალისტები მის მდგომარეობას სტაბილურს უწოდებენ, თუმცა არ იციან, თუ რამ გამოიწვია ყოველივე და ამ დროისთვის ერიქსენს დამატებით კვლევები უტარდება.










