საერთაშორისო სავალუტო ფონდში თვლიან, რომ ინდუსტრიის ბევრ წარმომადგენელს ეფექტური მართვის მეთოდები და რისკების მართვის პრაქტიკა არ აქვს.
“კრიპტოაქტივების (ფსევდო) ანონიმურობა ასევე ქმნის მონაცემთა ხარვეზებს მარეგულირებლებისთვის და ამან, შესაძლოა, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებისათვის არასასურველი კარი გახსნას.
გარდა ამისა, კრიპტოეკოსისტემა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სამართლებრივ რეგულაციას ექვემდებარება, რაც კოორდინაციას ართულებს.
ფისკალური პოლიტიკის მიმართ არსებული საფრთხეები ასევე, შესაძლოა, გაძლიერდეს იმის გათვალისწინებით, რომ კრიპტოაქტივებს გადასახადებისგან თავის არიდების პოტენციალი გააჩინა.
მათზე გაზრდილმა მოთხოვნილებამ, შესაძლოა, სავალუტო ბაზარზე კაპიტალის გადინებას შეუწყოს ხელი”, – აცხადებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდში.










