როგორ შეაფასებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობას ქუთაისში – ამ კითხვით “მეგა ტვ”-მა სოციალურ ქსელში გამომწერებს მიმართა. პოსტს ქუთაისელებში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.
ადგილობრივები საზოგადოებრივი ტრანპოსრტის არაერთ პრობლემაზე წერენ და აღნიშნავენ რომ, ქალაქში ავტობუსები ძალიან დიდი შუალედებით მოძრაობენ, თავიანთი საცოვრებელი ადგილიდან სხვა უბნებს ვერ უკავშირდებიან. მოქალაქეები ასევე ამბობენ რომ, მძღოლები რეისებს თვითნებურად წყვეტენ, არ იცავენ მოძრაობის წესებს, არ უფრთხილდებიან მგზავრებს და მათ შეურაცხყოფასაც აყენებენ. მოქალაქეები ასევე კონდინცირების სისტემის გაუმართაობაზეც საუბრობენ.
როგორც კომნეტარებიდან ირკვევა მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა განსაკუთრებით საღამოს საათებში და შაბათ-კვირას ექმენაბთ. ადგილობრივები ტრანსპორტის სხვადასხვა მიმართულებით დამატებას მოითხოვენ.
ქუთაისელების ნაწილი კომენტარებში ხუმრობს კიდეც და ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოდინს ფედით სიარული ჯობია.
ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის, ლურჯი ფერის 60 ავტობუსი, 2020 წლის ნოემბერში გამოჩნდა. ქუთაისში სატრანსპორტო სისტემის განახლება EBRD-ის ფულით (სესხით) მოხერხდა.
60 ერთეული ავტობუსის საფასურმა 6 მილიონ 814 618 ევრო შეადგინა. აქედან 1 032 518 ევრო ფონდმა მუნიციპალიტეტს გრანტის სახით მისცა, ხოლო 5 775 100 ევრო (23 100 400 ლარი) მერიამ ვალად აიღო.
ქუთაისში 2 წლის წინ ასევე ევროკავშირის დაფინანსებით 10 მიკროავტობუსიც გამოჩნდა, რომლების ქალაქის რთული რელიეფის მქონე უბნებში გადაადგილდებიან.
მიკროავტობუსის შეძენა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, “საქართველოს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში მოხდა. ევროკავშირმა ამ მიმართულებით 1 449 380 ლარი გამოყო.