
კოსტა-რიკა გახდა მსოფლიოს პირველი ქვეყანა, სადაც 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაცია სავალდებულო იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამ ასაკობრივი კატეგორიის ვაქცინაცია 2022 წლის მარტში დაიწყება. აღსანიშნავია, რომ კოსტა-რიკაში 12-19 წლის ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეთა 73% სულ მცირე ერთი დოზითაა აცრილი.










