კორონავირუსმა საგრძნობლად მოიმატა სხვადასხვა მონიციპალიტეტში – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
“იმერეთში ინფიცირებულების რაოდენობამ მოიმატა და შეადგენს 356. მნიშვნელოვანი კლასტერი არ გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ გვაქვს გავრცლება კვლავ ოჯახის წევრების ხარჯზე. აღსანიშნავია რომ არ არის მხოლოდ ქუთაისი და საგრძნობლად მოიმატა სხვადასხვა მონიციპალიტეტში. ჩვენ გეგმაზომიერად ვმართავთ პროცესს.” – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
გუბერნატორი იმერეთში 95 წლის პაციენტის გარდაცვალებას გამოეხმაურა:
“გარდაცვალება არ დამდგარა იმისა გამო რომ რომელიმე კლინიკა არ იყო მზად. ყველა ის პაციენტი რომელიც საჭიროებს სტაციონარში განთავსებას, დროულად ხდება მასზე რეაგირება.” – ამბობს ზვიად შალამბერიძემ.
მისივე თქმით იმერეთში თვითიზოლაციაში დახლოებით 4 000-მდე ადამიანი იმყოფება, კლინიკებში 700-მდე საწოლი ემსახურება ინფიცირებულებს. კარანტინშია მოთავსებული 144 ადამიანი და კოვიდსასტუმროებში დაახლოებით 250 პირი იმყოფევა.










