საქართველოში კორონავირუსის 733 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 20 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1530 პაციენტი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 972 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 547 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 425 PCR ტესტით.
გამოვლენილი ინფიცირების 733 ახალი შემთხვევიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:
- თბილისში – 425
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 70
- აჭარა – 62
- იმერეთი – 54
- ქვემო ქართლი – 35
- კახეთი – 27
- შიდა ქართლი – 18
- მცხეთა-მთიანეთი – 17
- სამცხე-ჯავახეთი – 13
- გურია – 8
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს – 22 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.04%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.21%.
ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებულია 337 573 შემთხვევა. ვირუსით გარდაიცვალა 4 622 ადამიანი, ხოლო 318 599გამოჯანმრთელდა.










