საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 234-ით გაიზარდა.
საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 349 ადამიანი, 9 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 919 კვლევა, აქედან 6 210 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 9 709 PCR-ით.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 1,47%-ია, ბოლო 14 დღის – 1,55%, ბოლო 7 დღის – 1,56%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი – 135 შემთხვევა;
- აჭარა – 10;
- იმერეთი – 27;
- ქვემო ქართლი – 4;
- შიდა ქართლი – 23;
- გურია – 7;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 12;
- კახეთი – 12;
- მცხეთა-მთიანეთი – 2;
- სამცხე-ჯავახეთი – 1;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 2 556 აქტიური შემთხვევაა. 1 410 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 698, აჭარაში – 163, იმერეთში – 254. მძიმე პაციენტია 267 პირი, მათ შორის, თბილისში – 103, აჭარაში – 26, იმერეთში – 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი, მათგან თბილისში – 49, აჭარაში- 3, იმერეთში – 11. 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 93 – თბილისში, 24 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 1 013 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 307 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 152, ხოლო აჭარაში – 19. თვითიზოლაციაში იმყოფება 5 719 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 328 პირი, აჭარაში – 543, იმერეთში – 734.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 272 851-ს შეადგენს. აქედან 266 693 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 576 გარდაიცვალა.










