ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში 417 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 71 დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე იმერეთოს საავადმყოფოებში 778 პაციენტი გადის მკურნალობას, მათ შორის . მძიმეა 216, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 35. რეგიონის კლინიკურ-სასტუმროებში 53, საკარანტინე სივრცეებში კი 68 პირია მოთავსებული.
ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 3 036 ადამიანი.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი პაციენტი გარდაიცვალა.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 469 პირი.