საქართველოში კორონავირუსისგან 48 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4682 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 375 მოქალაქე რჩება.
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, 3 მათგანი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.