ბათუმში კორონავირუსით 34 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი კლინიკა “ბიემსიში” 8 აპრილს შევიდა, მას ანამნეზში აღენიშნებოდა – ეპილეფსია, გადატანილი მენინგიტი, თირკმლის უკმარისობა, პნევმონია.
პაციენტს მკურნალობა რეანიმაციის განყოფილებაში უტარდებოდა, სადაც განუვითარდა თავის ტვინის ინფარქტი, ქვემო კიდურების ღრმა სისხლძარღვების ფლებიტი და თრომბოფლებიტი.
უწყების ინფორმაციით, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.










