კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
81 წლის ქალი, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული იყო.
ჰქონდა ორმხრივი პნევმონია. გადატანილი იყო მწვავე ინფარქტი, უფიქსირდებოდა გულის ქრონიკული უკმარისობა არტერიული ჰიპერტენზიით.
„პაციენტი მკურნალობის გაგრძელების მიზნით გადაიყვანეს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით, თუმცა შედეგი ვერ გამოიღო და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა.
მისივე განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დღიდან უკიდურესად მძიმე იყო,რაც განპირობებული იყო თანხმლები დაავადებებით.